N A R R A T I V E SGEAutographs...
სტატია

სცენა, ოჯახი და ბიზნესი — როგორ აქცია ჰანა ნილიმანმა (Hannah Neeleman), საკუთარი ცხოვრება „ამერიკულ ოცნებად“

1 / 8

35 წლის მრავალშვილიანი დედა, ჰანა ნილიმანი (Hannah Neeleman) თანამედროვე ამერიკული სოციალური მედიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, რომლის ცხოვრების გზა მრავალფეროვნებითა და მოულოდნელი გარდაქმნებით გამოირჩევა. იგი დაიბადა 1990 წლის 25 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იუტას შტატის ქალაქ სპრინგვილში, მრავალშვილიან, რელიგიურ ოჯახში.

პატარა ჰანამ ბავშვობიდანვე იცოდა შრომის ფასი და ოჯახური ღირებულებების მნიშვნელობა.მის მშობლებს ყვავილების მაღაზია ჰქონდათ.

მორმონთა ცხრა შვილიან ოჯახში აღზრდილი ბიზნეს ლედის კარიერული გზა თავდაპირველად ხელოვნებას უკავშირდებოდა.ჰანა სწავლობდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში - Juilliard School-ში, სადაც საბალეტო ხელოვნებას ეუფლებოდა. ინტენსიურმა სწავლამ და ნიჭმა მას შესაძლებლობა მისცა, სტიპენდია მოეპოვებინა Brigham Young University-ის საბალეტო პროგრამაში, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის პროფესიული განვითარებაში.

თუმცა, მისი ცხოვრება მხოლოდ ბალეტით არ შემოიფარგლა. 2010 წელს მან სილამაზის კონკურსებში მიიღო მონაწილეობა და გახდა „Miss New York City 2010“ მოგვიანებით, 2021 წელს, მან „Mrs. Utah 2021“ ტიტული მოიპოვა. მისი წარმატებები ამით არ დასრულებულა, 2023 წელს ჰანამ „Mrs. South Dakota" სამხრეთ დაკოტას,სახელით მონაწილეობა მიიღო და „Mrs. American 2023“ ტიტულის მფლობელი გახდა. აღნიშნული კონკურსი ( ,,პეიჯი“ მისის ამერიკისგან დამოუკიდებელი კონკურსია, რომელიც Elaine Marmel-ის ხელმძღვანელობით ჩატარდა) დაკავშირებულია საერთაშორისო პლატფორმებთან, მათ შორის კონკურს მის სამყაროსთან.

სოციალური მედიის ეპოქაში ჰანა ნილიმანი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს თავისი ცხოვრების სტილით. 2026 წლის მონაცემებით, მას 10 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს როგორც Instagram-ზე, ისე TikTok-ზე. მისი კონტენტი ძირითადად ოჯახურ ცხოვრებას, ფერმერულ საქმიანობასა და ყოველდღიურ რუტინას ეხება, რაც მილიონობით ადამიანისთვის შთამაგონებელია.

მიუხედავად იმისა, რომ მისი კარიერა დიდ სცენაზე დაიწყო, ჰანამ სრულიად განსხვავებული გზა აირჩია - ფერმერული ცხოვრება.

Hannah Neeleman ამჟამად მეუღლესთან,დანიელ ნილიმანთან ერთად, ძირითადად ოჯახურ ფერმას და ბიზნესს მართავს, რომელიც ცნობილია როგორც ,,Ballerina Farm".

ახალგაზრდა ფერმერი ხშირად უზიარებს გამომწერებს სოფლის ყოველდღიურობას და ბავშვების აღზრდის პროცესს.

ჰანა ნილიმანის ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ დღევანდელ რეალობაში წარმატება მხოლოდ კარიერული მიღწევებით არ განისაზღვრება - იგი მოიცავს ცხოვრების სტილის არჩევანს, პირად ღირებულებებსა და საზოგადოებაზე გავლენის უნარს.

ნილიმანების მრავალშვილიან ოჯახს 2026 წლის მარტში შეეძინათ მეცხრე შვილი.

ახალშობილი გოგონას სახელი ჯერ არ არის საბოლოოდ დადასტურებული.

ბავშვების სახელები რაც საჯაროდ ცნობილია:

ჰენრი,ჩარლზი,ჯორჯი,ფრენსისი,ლოისი, მარფა,მეიბლი,ფლორა.


სცენა, ოჯახი და ბიზნესი — როგორ აქცია ჰანა ნილიმანმა (Hannah Neeleman), საკუთარი ცხოვრება „ამერიკულ ოცნებად“