რა იმალება „ქმრების ცემის“ მითის უკან ინდოეთში? - ფერების ფესტივალი 2026

მსოფლიო სავსეა მრავალფეროვანი კულტურითა და ტრადიციებით, რომლებიც ზოგჯერ უცნაურად ან გაუგებრად გვეჩვენება. სოციალურ მედიაში ასეთი ამბები ხშირად დამახინჯებული ფორმით ვრცელდება, რაც კიდევ უფრო ზრდის გაუგებრობას. ამის კარგი მაგალითია გავრცელებული მითი, თითქოს ინდოეთში ქალები წელიწადში ერთხელ ქმრებს სცემენ. თუმცა რეალობა ბევრად უფრო საინტერესო და სიმბოლურია.
ამ მითის საფუძველია ფესტივალი Lathmar Holi, ,(ჯოხებით თამაში) რომელიც Holi-ს ნაწილია. დღესასწაული ტარდება თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში,ქალაქებში ბარსანასა და ნანდგაონში, სადაც ქალები სიმბოლურად ურტყამენ მამაკაცებს ჯოხებს, ხოლო მამაკაცები თავს ფარებით იცავენ. მიუხედავად გარეგნული „აგრესიისა“, ეს არის თეატრალიზებული, თამაშის ელემენტებით სავსე ტრადიცია, რომელიც ეფუძნება Krishna-სა და Radha-ს მითოლოგიურ ისტორიას ტაძრების რიტუალებს და მთვარის კალენდრის გამოთვლებს. აქ მთავარი იდეა გართობა, როლების დროებითი შეცვლა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაა — და არა ძალადობა.