საქართველოს პატრიარქის არჩევნები - სინოდის გადაწყვეტილებით სამი კანდიდატი შეირჩა

28 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც ექვსი პრეტენდენტიდან პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩა.
კანდიდატები არიან: სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
ფარული კენჭისყრის შედეგად შიო მუჯირმა 20 ხმა მიიღო, ხოლო დანარჩენმა ორმა კანდიდატმა 7-7 ხმა.
სინოდის ინფორმაციით, თავდაპირველ სიაში კიდევ რამდენიმე მღვდელმთავარი იყო წარმოდგენილი, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამ კანდიდატზე შეჩერდა.
საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩევა, რომელიც 17 მაისამდე უნდა გაიმართოს. კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ მღვდელმთავრები მიიღებენ, ხოლო საქართველოს პატრიარქი გახდება ის კანდიდატი, ვინც ხმათა უმრავლესობას მიიღებს.