N A R R A T I V E SGEAutographs...
სტატია

„ჩემი სანდრო...მადლობა უფალო, ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის.“ — სალომე ჭაჭუა დედა გახდა

1 / 2

პროფესიონალი მოცეკვავე და ქორეოგრაფი სალომე ჭაჭუა დედა გახდა — მას 28 მარტს ვაჟი შეეძინა, რომელსაც სანდრო დაარქვა.

ცნობილმა მოცეკვავემ ეს სასიხარულო ამბავი სოციალურ ქსელში თავად გააზიარა და ახალშობილის პირველი ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით:

„ჩემი სანდრო...მადლობა უფალო, ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის.“

სალომე ჭაჭუა ფართო საზოგადოებამ გაიცნო პოპულარული სატელევიზიო პროექტიდან ცეკვავენ ვარსკვლავები, სადაც წლების განმავლობაში წარმატებით მონაწილეობდა როგორც ქართულ, ისე ირლანდიურ პროექტში.


https://www.instagram.com/reel/DXrifcsjL31/?igsh=MW1veDc0eGtqZGowcg==


Narratives.Ge-ს ერთობლივი გუნდი ულოცავს სალომეს დედობას!

ვუსურვებთ პატარა სანდროს ჯანმრთელობას, ლაღ და ბედნიერ ბავშვობას, სიყვარულით სავსე გარემოსა და ნათელ მომავალს.

სალომეს კი — უამრავ სიხარულს, დაუვიწყარ ემოციებს და იმ ქალურ ბედნიერებას, რომელიც დედობას მოაქვს.


„ჩემი სანდრო...მადლობა უფალო, ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის.“ — სალომე ჭაჭუა დედა გახდა