კვირის ასტროლოგიური პროგნოზი (27 აპრილი – 3 მაისი): რას უნდა ველოდოთ და როგორ მოვემზადოთ - რჩევები მიხეილ ცაგარელისგან
ამ კვირაში ასტროლოგიური ფონი შედარებით დაძაბულია. მოსალოდნელია კომუნიკაციის სირთულეები, მოლაპარაკებების შეფერხება და ახალი საქმეების დაწყებაში დაბრკოლებები. ურთიერთობებში შეიძლება გაუგებრობამ და დაძაბულობამ იმატოს, ამიტომ მნიშვნელოვანია სიფრთხილე და თავშეკავება. მიუხედავად ამისა, სწორი მოქმედებით პოზიტიური შედეგების მიღწევაც შესაძლებელია.
ვერძი
ენერგია მცირდება, ამიტომ ეცადეთ არ გადაიღალოთ. ზედმეტმა თავდაჯერებულობამ შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს. ყურადღება მიაქციეთ სხვების აზრსაც. ადრე დაწყებული საქმეები კი ფინანსურ შედეგს მოგიტანთ.
კურო
ამ კვირაში განსაკუთრებით წარმატებული ხართ. ენერგია და მოტივაცია მატულობს, რაც მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია საინტერესო და მომგებიანი შეთავაზებები.
ტყუპები
დაქვეითებული ენერგია და სუსტი იმუნიტეტი თავს შეგახსენებთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და მოერიდეთ ფინანსურ რისკებს. ასევე, ფრთხილად იყავით თქვენს გარემოცვასთან.
კირჩხიბი
თქვენი მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა კონფლიქტების ალბათობა მაინც არსებობს. განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში შეინარჩუნეთ სიმშვიდე. კარგი დროა სიახლეებისა და ცვლილებებისთვის.
ლომი
ენერგიის კლება და ემოციური არასტაბილურობა იგრძნობა. მნიშვნელოვანია, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები სამუშაო გარემოში.
ქალწული
იმატებს თვითრწმენა და ორგანიზებულობა. შეძლებთ თქვენი იდეების წარმატებით განხორციელებას. თუმცა, ფრთხილად იყავით ფარული კონკურენტების მიმართ.
სასწორი
კვირა შედარებით რთულია. პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებში შესაძლოა დაძაბულობა წარმოიშვას. ეცადეთ, კონფლიქტები მშვიდად მოაგვაროთ.
მორიელი
სირთულეები იზრდება, თუმცა ენერგიაც მატულობს. მოთმინება და გონივრული მოქმედება დაგეხმარებათ. სამსახურში ყურადღებით იყავით.
მშვილდოსანი
ენერგიის კლება და ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელია. კოლეგებთან კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია, რათა პრობლემები აირიდოთ.
თხის რქა
ენერგია მაღალია, თუმცა ფინანსურად სიფრთხილეა საჭირო. მოერიდეთ რისკიან გადაწყვეტილებებს. ოჯახი თქვენი მთავარი საყრდენია.
მერწყული
შესაძლოა ენერგიის და შრომისუნარიანობის შემცირება იგრძნოთ. ოჯახურ და ფინანსურ საკითხებში სირთულეებია მოსალოდნელი.
თევზები
აქტიურობა და ინტუიცია მატულობს. ეს კარგი პერიოდია იდეების განსახორციელებლად, თუმცა მოერიდეთ სარისკო ფინანსურ ნაბიჯებს.
გეომაგნიტური დღეები
ამ დღეებში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. აკონტროლეთ წნევა, დაისვენეთ და მოერიდეთ გადაღლას.
ეს კვირა მოითხოვს სიფრთხილესა და გონივრულ გადაწყვეტილებებს. თუ ემოციებს გააკონტროლებთ და წინდახედულად იმოქმედებთ, სირთულეების მიუხედავად სასარგებლო შედეგებსაც მიიღებთ.