სპორტი

ნინა მარია დრამა და არმან ცარუკიანი ერათად არიან - ახალი წყვილი UFC-ის სამყაროში თუ მხოლოდ ჭორი?


სიყვარული თუ PR? ნინა დრამასა და არმან ცარუკიანის ურთიერთობის ირგვლივ კითხვები არ წყდება

UFC-ის ჟურნალისტი, კონტენტ კრეატორი და ინფლუენსერი ნინა დრამა უარყოფს UFC-ის მებრძოლებთან დაკავშირებულ ჭორებს MMA-ს კონტენტის შემქმნელმა და ,,სტრიმერმა" ნინა დრამამ საჯაროდ გადაწყვიტა ბოლო მოუღოს იმ გავრცელებულ ჭორებს, თითქოს ის UFC-ის მებრძოლებთან რომანტიკულ ურთიერთობებში იმყოფებოდა.

ამ თემაზე საუბარი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც UFC-ის მებრძოლ არმან ცარუკიანს პოდკასტ „Patrick Bet-David“-ში ნინასთან შესაძლო ურთიერთობის შესახებ დაუსვეს კითხვა. კითხვა საკმაოდ უხერხული აღმოჩნდა, თუმცა ცარუკიანმა მკაფიოდ უარყო რაიმე სახის რომანტიკული კავშირი და აღნიშნა, რომ ორივე მათგანი ამჟამად სხვა ადამიანებთან იმყოფება ურთიერთობაში.

ნინა დრამას თქმით, მსგავსი ჭორები უსაფუძვლოა და საზოგადოებაში გავრცელებული ვარაუდები რეალობას არ შეესაბამება. მეტიც, ვიდეოებს ნინას რჩეული მამაკაცი გვიღებს. „მე ცოლი და ორი შვილი მყავს,“ — ამბობს აღნიშნულ ჭორებზე არმან ცარუკიანი.