კრიმინალი

ტარანტოში მომხდარმა სასტიკმა მკვლელობამ იტალია შეძრა

35 წლის მალელი ემიგრანტის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა რასიზმის, ძალადობისა და ინტეგრაციის მძიმე პრობლემები თანამედროვე საზოგადოებაში.


იტალიის ქალაქ ტარანტოში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. დილის 5 საათზე, სამსახურში მიმავალი 35 წლის ემიგრანტი, წარმოშობით მალიდან, ხუთკაციანი ჯგუფის თავდასხმის მსხვერპლი გახდა. განსაკუთრებით შემზარავია ის ფაქტი, რომ თავდამსხმელთა შორის ოთხი არასრულწლოვანი — მხოლოდ 14 და 15 წლის მოზარდები იყვნენ.

ახალგაზრდა მამაკაცი სასოფლო-სამეურნეო სამსახურში მიდიოდა ველოსიპედით. მას სახლში ფეხმძიმე მეუღლე ელოდებოდა — ოჯახი, მომავალი, ოცნებები…

სიცოცხლის გადასარჩენად მან ახლომდებარე ბარს შეაფარა თავი, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ბარის მეპატრონემ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა და პოლიციაც არ გამოიძახა. სწორედ იმ წამებში შეიძლებოდა ერთი გადაწყვეტილება ადამიანის სიცოცხლის გადამრჩენი გამხდარიყო.

ახალგაზრდა მამაკაცი განსაკუთრებული სისასტიკით სიცოცხლეს გამოასალმეს.