პატარა ბარბარეს ტრიუმფი Carnegie Hall-ში — პირველი ადგილი „პატარა მოცარტების“ კონკურსზე
პატარა ბარბარე ჯანაშიამ ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში — Carnegie Hall - ში — თავისი პირველი დიდი წარმატება მოიპოვა და საერთაშორისო კონკურს „პატარა მოცარტებში“ პირველი ადგილი დაიკავა.

ბარბარე პირველად გამოვიდა ნიუ-იორკში, Carnegie Hall-ში, „პატარა მოცარტების“ კონკურსზე და პირველი ადგილი მოიპოვა.მისმა თავდაჯერებულობამ, ნიჭმა და მუსიკისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა მაყურებლისა და ჟიურის აღფრთოვანება შეძლო. პატარა ასაკის მიუხედავად, მან სცენაზე პროფესიონალიზმი და ემოციური შესრულება აჩვენა, რამაც გამარჯვებამდე მიიყვანა.

ეს წარმატება ბარბარეს დიდი შრომისა და მონდომების შედეგია. ყოველდღიური მეცადინეობა, მუსიკის სიყვარული და მიზნისკენ სწრაფვა დღეს ყველაზე ლამაზ გამარჯვებად გადაიქცა. კონკურსში გამარჯვება მხოლოდ ჯილდო არ არის — ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი მუსიკალური მომავლისკენ.

ბარბარეს გამოსვლა განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა მისი ოჯახის წევრებისთვის. დედისთვის ეს დღე ორმაგად ამაღელვებელი იყო — შვილის წარმატებით გამოწვეული სიხარული, სიამაყე და ბედნიერება სიტყვებით რთულად გადმოსაცემია.
„დედიკოს სიამაყევ, გილოცავ ამ დიდ გამარჯვებას! შენი შრომა, ნიჭი და მონდომება დღეს ყველაზე ლამაზ შედეგში გადაიზარდა. უსაზღვროდ ამაყი და ბედნიერი ვარ შენით“, — ამბობს ბარბარეს დედა.

პატარა ბარბარეს ეს გამარჯვება ნათელი მაგალითია იმისა, რომ შრომა და მიზანდასახულობა ყოველთვის შედეგს იძლევა.წინდაწინ მას კიდევ ბევრი წარმატება!