Ornella Muti — იტალიური კინოს ლეგენდის საქველმოქმედო საღამო საქართველოში გაიმართება
საქართველოს იტალიელი მსახიობი,ორნელა მუტი ეწვია -
თბილისში ორნელა მუტის ბენეფისი გაიმართება — საქველმოქმედო საღამო ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად.
იტალიური კინოს ლეგენდა, Ornella Muti, თბილისში საქველმოქმედო საღამოს მთავარი სტუმარი იქნება. ღონისძიება 16 მაისს, 19:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში გაიმართება და ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას დაეთმობა.
საღამოს წამყვანი კულტურის სფეროს წარმომადგენელი თეატრ მცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე იქნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „ერისიონი“, გიგი პიანომენი, „ალეგრო“, ტრიო „ახალი ბანა“, ასევე ლუკა ჭანიშვილი და ელენე დავითაია.

ორგანიზატორია ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“, რომელიც უკვე 13 წელია სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. ღონისძიების მხარდამჭერები არიან:საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, Silknet, ANOUKI BEAUTY, სასტუმრო „ტელეგრაფი“ და ტელეკომპანია „იმედი“.
ბენეფისზე დასწრება მსურველებს 50 ლარიდან შეეძლებათ. ღონისძიება კულტურულ და ჰუმანიტარულ გზავნილებს გააერთიანებს და მაყურებელს განსაკუთრებულ საღამოს ჰპირდება.