მთავარი
26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე საქართველოში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა
1 / 11
თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა სადაც სამხედრო ფიცის დადების ცერემონია ჩატარდა და მოქალაქეებმა სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
დედაქალაქის გარდა, წვევამდელებმა ფიცი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 12 ისტორიულ ადგილას დადეს.
საზეიმო პროგრამა ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატების გადაფრენით დასრულდა. წლევანდელი ღონისძიებები ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ეძღვნებოდა და ტარდებოდა გზავნილით — „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს — სიყვარული გვაერთიანებს“.