პრეს-რელიზი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სასწავლო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა
1 / 2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 14 წარმომადგენლისგან დაკომპლექტებული დელეგაცია სასწავლო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტი საქართველო-ჩინეთს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნენ კიბერდანაშაულთან ბრძოლის თანამედროვე პრაქტიკას, ციფრული ექსპერტიზის მიმართულებით არსებულ გამოცდილებას, ასევე ტრანსსასაზღვრო დანაშაულის პრევენციის მექანიზმებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამართალდაცვით საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებს, რაც უწყებების ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება.